Journal archives for September 2018

September 1, 2018

სექტემბრის თვის დავალება - თბილისში გავრცელებული ადგილობრივი მარადმწვანე ხეები

მონაწილეებმა წარმატების შეასრულეს მეორე დავალება და თბილისის რუკაზე უკვე ასახულია 561 დაკვირვება და აღწერილია 112 სახეობის მცენარე!

ახლა კი ყურადღებით გაეცანით მესამე დავალებას:
ქალაქ თბილისში აღწერეთ საქართველოში ბუნებრივად გავრცელებული ადგილობრივი მარადმწვანე ხეები. (თუ თქვენ არ შეგიძლიათ ამოიცნოთ ბუნებრივად გავრცელებული ადგილობრივი სახეობები, გააკეთეთ დაკვირვება თბილისში არსებულ ნებისმიერ მარადმწვანე ხეზე. თქვენი დაკვირვება დაემატება რუკაზე, თუმცა შედეგების დათვლისას ჟიური არ ჩათვლის).
დავალების სწორად შესასრულებისთვის შეგიძლიათ დაიხმაროთ ფოტოგიდი: https://www.inaturalist.org/guides/8074

დავალების შესრულება შეგიძლიათ 1 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით.

ამ ეტაპზე გამოვლინდება სამი გამარჯვებული:

  1. მონაწილე, ვინც გააკეთებს ყველაზე მეტ დაკვირვებას - დაჯილოვდება GPS ნავიგატორით,
    ბოტანიკური ბაღის 6 თვიანი აბონიმენტით ორ პერსონაზე და ჟურნალ National Geographic საქართველოს
    2016-2018 წლის სერიით.

  2. მონაწილე, ვინც დააკვირდება ყველაზე მეტი სახეობის მცენარეს - დაჯილოვდება სალაშქრო-
    სპორტული მაღაზიის 400 ლარიანი ვაუჩერით, ბოტანიკური ბაღის 6 თვიანი აბონიმენტით ორ
    პერსონაზე და ჟურნალ National Geographic საქართველოს 2016-2018 წლის სერიით.

  3. მონაწილე, ვინც მოახდენს პროექტში ატვირთული სახეობების სწორ იდენტიფიცირებას -
    დაჯილოვდება სალაშქრო-სპორტული მაღაზიის 400 ლარიანი ვაუჩერით, ბოტანიკური ბაღის 6 თვიანი
    აბონიმენტით ორ პერსონაზე და ჟურნალ National Geographic საქართველოს 2016-2018 წლის სერიით.

შეგახსენებთ კონკურსის პირობებს:

  1. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილის მიერ ერთსა და იმავე სახეობის მცენარეზე ერთზე მეტი დაკვირვება
    განხორციელდა და ამ დაკვირვებების დაშორება ერთმანეთისგან არ არის 1 კმ-ზე მეტი, ჩაითვლება
    მხოლოდ ერთი დაკვირვება.

  2. დაკვირვება არ ჩაითვლება, თუ მასში აღწერილი მცენარე არ შედის პროექტის კურატორის მიერ
    დავალებით მოცემულ მცენარეთა ჯგუფში.

  3. კონკურსში ჩაითვლება მხოლოდ ის დაკვირვებები, რომელიც განხორციელდა საქართველოში
    ბუნებრივად გავრცელებულ ადგილობრივ მცენარეებზე.

  4. არ ჩაითვლება კულტივარ მცენარეზე განხორციელებული დაკვირვება.

დამატებით კითხვებზე დაგვიკავშირდით.

გისურვებთ წარმატებებს!

Posted on September 1, 2018 05:03 AM by nbgg nbgg | 0 comments | Leave a comment